ორთოდონტია ბავშვებში

იცოდი, რომ პათოლოგიური თანკბილვის ფორმირება ადრეულ ასაკში იწყება და ეს მშობლებისთვის შეუმჩნეველია.

სწორი თანკბილვის ჩამოყალბებისთვის, აუცილებელია, ბავშვი ეწვიოს ორთოდონტს 5 წლის ასაკიდან, მაგრამ:

-თუ პატარა თითის ან მატყუარას წოვს, ტუჩს იკვნეტს, ენას კბილებს შორის ათავსებს, პირით სუნთქვა და არასწორი ყლაპვა ახასიათებს და ამას 3 წლამდე არ გადაეჩვია, აუცილებლად ეწვიეთ ორთოდონტს. ის პატარას მოარგებს აპარატს და დაეხმარება მავნე ჩვევების დავიწყებაში - მის ყბებსა და რბილ ქსოვილებს კი სწორი განვითარების საშუალება ექნებათ.

-6 წლიდან გამოიყენება მიოფუნქციონალური ტრეინერები – ხშირ შემთხვევაში, 6-10 წლამდე გამოიყენება მოსახსნელი ფირფიტები.

მიაქციეთ პატარას პირის ღრუს ყურადღება ადრეული ბავშვობიდან, ასე თავიდან აიცილებ შემდგომ გართულებებს.
კატეგორიები: რჩევები, ორთოდონტია
Edit row
Edit col

ვიზიტის დაჯავშნისთვის შეარჩიეთ კონკრეტული ექიმი ან დაგვიკავშირდით!